top_leaderboard

ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენი ტელევიზიის უფროსი, წერეთელი – არის მკვლელი!

თქვენი დამფუძნებელი, თქვენი მეპატრონე არის მკვლელი, ბატონი წერეთელი, ყველამ კარგად იცის, ქალაქ თბილისში, 20 წლის წინ უდანაშაულო ბავშვი გაიტანა. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული თაღლითი, კრიმინალი ხაზარაძის მიერ, კახა ოქრიაშვილის მიერ, რომელიც ასეთივე ბანდიტი  და გამომძალველია, რომელიც ძარცვავს პირდაპირ ჩვენს ხალხს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, „ტვ პირველი“ არის კორუმპირებული ტელევიზია და მათი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება.

„თქვენი საქმე არ არის, მე არ ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი. რას დამდევთ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? საქმეს მიხედეთ!რატომ ხარჯავთ ფულს იმაში, რომ დუბაიში ფოტოები გადამიღოთ. საერთოდ, როგორ კადრულობთ, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილებს ფოტოებს უღებთ და ავრცელებთ ტელევიზიით, ეს არის თქვენი სტანდარტი. ერთი მაგალითი მითხარით, როცა მე რომელიმე ოპონენტის ოჯახს ან შვილებს შევხებივარ? არასოდეს. ეს არის თქვენი ხელწერა, თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია. ჩემი ფულით წავედი და თქვენი საქმე არ არის, რით წავედი. არავის საქმე არ არის, 5 დღე მე სად დავისვენებ, თქვენი საქმე არ არის. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია. მაგალითად, ერთი ფაქტი მითხარით, როცა საუბრობთ კორუფციაზე, ფაქტი დამისახელეთ ერთი, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია, იცით რატომ? ნებისმიერ სიუჟეტს შეუკვეთავს დღეს ნებისმიერი მოქალაქე. მილიარდები რომ მქონდეს, თქვენ ფულს არ გადაგიხდით. გამოსაძიებელი იცით რა არის? გამოსაძიებელია, თქვენ ვინ გიკვეთავთ აი, ამ ბინძურ შეკვეთილ სტატიებს და სიუჟეტებს. თქვენი ხელწერა რა არის – თქვენი დამფუძნებელი, თქვენი მეპატრონე არის მკვლელი, ბატონი წერეთელი, ყველამ კარგად იცის ქალაქ თბილისში, 20 წლის წინ უდანაშაულო ბავშვი გაიტანა. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული თაღლითი, კრიმინალი ხაზარაძის მიერ, კახა ოქრიაშვილის მიერ, რომელიც ასეთივე ბანდიტი  და გამომძალველია, რომელიც ძარცვავს პირდაპირ ჩვენს ხალხს. თქვენი სახელი არის მატყუარა ტელევიზია, თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია და თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება”,- მიმართა ღარიბაშვილმა არხის ჟურნალისტს.

ასევე იხილეთ