top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია საპროტესტო აქციებზე: ჩემი მოლოდინი არის, რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბავენ, შეეცდებიან, რომ მსხვერპლიც იყოს – ადამიანის ბედი მათთვის საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს

„ჩემი მოლოდინი არის ისეთი, რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბავენ, შეეცდებიან, რომ მსხვერპლიც იყოს, იმიტომ რომ მათთვის ადამიანი რამდენად ღირებულია, ეს მათი მმართველობის წლებმაც დაგვიდასტურა და დღესაც ვხედავთ – ერთი თვალს დაკარგავს, ერთი დაშავდება, ერთი ციხეში წავაო. ადამიანის ბედი და მდგომარეობა მათთვის საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამიტომ მე კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას ველოდები”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

„ვიცით, რომ შემოსულია „შავი ფული“ კვიპროსიდან. რატომღაც, როგორც ბუზები თაფლს და სხვა პროდუქტს, ასე დასტრიალებენ კვიპროსს. იქ რაღაც არხი არის, გავიგეთ, რომ იქიდან შემოვიდა რაღაც თანხა. უფრო მეტსაც მოგახსენებთ, ეს ექსკლუზივია – როდესაც დავით კეზერაშვილი მის მეუღლესთან ერთად ამერიკამ შავ სიაში მოახვედრა და უფრო მეტიც, watchlist-ში ჰყავთ – გაქანდნენ და კვიპროსში ამერიკის საკონსულოში შეეცადნენ ვიზის მიღებას. რატომ წავიდნენ უცებ ბრიტანეთიდან კვიპროსზე? იქ რაღაცას ელოდებოდნენ, რაღაც არხი აქვთ იქ დალაგებული. იქაც ცივი უარის სტკიცეს, იმიტომ რომ ამერიკის სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე და მისნაირ ქურდბაცაცებს ასე გვერდის ავლით დერეფნებს ვერ გაუხსნის“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

ასევე იხილეთ