top_leaderboard

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ