top_leaderboard

„დინამო არენაზე“ საქართველო-საბერძნეთის მატჩი დაიწყო

„დინამო არენაზე“ საქართველო-საბერძნეთის მატჩი დაიწყო. სწორედ, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალური შეხვედრა გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თავის ისტორიაში.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა შემდეგია: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე.

გულშემატკივარი, რომელიც „დინამო არენაზე“ ვერ მოხვდა, თამაშს თვალს რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებს.

 

ასევე იხილეთ