top_leaderboard

კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაო მიმდინარეობს.

გარდამავალი პროექტი, რომელიც 5 ქუჩის – ქართლის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებდა, დასრულების პროცესშია.

გასულ წელს ქართლის, თბილისისა და აჭარის ქუჩები კეთილმოეწყო, ამჯერად კი კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს.

ასევე იხილეთ