top_leaderboard

თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ჩიქოვანმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ესტონეთის წვლილზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

 

ასევე იხილეთ