top_leaderboard

მარტვილში ამბროსობა აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, წმინდა ამბროსი აღმსარებლის გარდაცვალბის 97 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე ისაუბრეს წმინდა ამბროსი აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესხებ. სკოლის მოსწავლეებმა შესარულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) 1861 წელს მარტვილში დაიბადა. ის გახლდათ ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს ეროვნული გმირი. 1921-1927 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი და მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი იყო. 1927 წლის 29 მარტს ამბროსი გარდაიცვალა. ამბროსი ხელაიას პირადი არქივი, რომელიც მის ქადაგებებს, მიმოწერასა და შემოქმედებით საქმიანობას ასახავს, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში. 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შერაცხა წმინდანად. 2013 წლის 26 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

ასევე იხილეთ