top_leaderboard

რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხალი კიდევ ერთხელ გაირღვა

რუსეთში, ორენბურგის ოლქში ორსკში კაშხალი კიდევ ერთხელ გაირღვა. ქალაქის მერის, ვასილი კოზუპიცას განცხადებით, სიტუაცია რთულია.

„სიტუაცია სულ უფრო რთულდება. ბორისოგლებსკის ქუჩის რაიონში ჯერ წყალი გადმოვიდა, შემდეგ კაშხალი გაირღვა. წყალი შეუჩერებლად მიედინება ქალაქში. ვთხოვ ყველას, ძველი ქალაქის სავალალო გამოცდილების გათვალისწინებით, დროულად დაიწყოთ ევაკუაცია“, – განაცხადა ორსკის მერმა ვასილი კოზუპიცმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს უკვე მესამე გაჟონვაა. პირველად კაშხალი ორსკის ძველი ქალაქის რაიონში გაირღვა, მეორეჯერ კი ნიკელის დასახლებაში.

ასევე იხილეთ