top_leaderboard
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე: მომავალი თაობისთვის ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ

“მომავალი თაობისთვის ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ. მინდა მომავალმა თაობამ, ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპულ გრანდებში ითამაშონ და ჩვენი გამარჯვებით ამას ხელი შევუწყვეთ. გრანდებში ქართველების თამაშით უბედნიერესი ვიქნები”, – ამის შესახებ ბუდუ ზივზივაძემ „იმედის კვირასთან“  ინტერვიუში განაცხადა.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. ვფიქრობ, უკეთესი გუნდებიდან წამოვა დაინტერესება. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ საუკეთესო გუნდში ითამაშოს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს უფრო შესაძლებელი გახდება. თუ კარგად წარმოვაჩენთ თავს, მაშინ თავს არავინ შეიკავებს კონტრაქტი გაგიფორმოს და წაგიყვანოს. ეს საქმე გაკეთდა მომავალი თაობისთვის. საქართველოში ადრე ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ყოფილა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოუხერხებია საზღვარგარეთ წასვლა. გვყავს ხვიჩა კვარაცხელია და მამარდაშვილი. ეს ადამიანები საქართველოსთვის საოცარ საქმეს აკეთებენ. ახლა მთლიანად ნაკრებმა შექმნა გამარჯვება და უფრო დიდი ინტერესი წამოვა ქართველ ფეხბურთელებზე“, – განაცხადა ზივზივაძემ.

ასევე იხილეთ