top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ძალიან ვაფასებთ, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩვენი დიადი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს

„ჩემს უზბეკ კოლეგასთან ერთად, ქალაქ ტაშკენტში შოთა რუსთაველის მემორიალი ყვავილებით შევამკეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალიან აფასებენ, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა დიადი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს.

„ძალიან ვაფასებთ, რომ ქალაქ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩვენი დიადი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. აღნიშნული ფაქტი ჩვენ, ქართველ და უზბეკ ხალხებს შორის არსებული მეგობრობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ