top_leaderboard

ისრაელში საქართველოს ელჩი: ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან

“საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა”, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა განაცხადა.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოცხადებულია მსგავს სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა. დაიცვან ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“, – აღნიშნა ზაზა კანდელაკმა.

 

 

 

ასევე იხილეთ