top_leaderboard

ბექა ოდიშარია: ამაზრზენ კოორდინაციაში არიან დეპუტატები მომიტინგეებთან

„როგორც ამ ენჯეოებს აქვთ უფლება, რომ ისაუბრონ საზოგადოების სახელით, ისე ალბათ დევი ჭანკოტაძეს მთელი ვეტერანების სახელით. მე ვურჩევდი მას, რომ თავს ნუ გაიხდის სასაცილოდ, იმიტომ, რომ სატირალი რომ არ იყოს, ამაზრზენ კოორდინაციაში არიან დეპუტატები მომიტინგეებთან. ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა.

„მამუკა მდინარაძე იდგა და 18 საათის განმავლობაში საუბრობდა ამ ორი დღის განმავლობაში აბსოლუტურად მშვიდად, წყნარად. როგორც კი მუხტი ვარდება გარეთ, ხტებიან შიგნით და ტოვებენ დემონსტრაციულად დარბაზს. დღეს უბრალოდ, უკვე მეცინებოდა, შალვა პაპუაშვილი ძალიან გაწონასწორებული ადამიანია და არაფრით არ გაგაგდებთო და ეს უნდა იყოს თქვენი სასჯელიო, აქ იყოთ და უსმინოთ სიმართლესო. არა, მაინც გავარდნენ, შემდეგ შემოვარდნენ, ვის ხელში იყო დიპლომატია საერთოდ.

სალომე სამადაშვილი, ან პარლამენტში როგორ შეიძლება ამ შეურაცხადი ადამიანის ყოფნა, მე არ ვიცი. მან და პედალირებულად ყველამ ერთად დაიწყეს ყვირილი იმის შესახებ, რომ ახლა იქნება დარბევა და თქვენ აგებთ ყველანი პასუხს. ჩვენ გავიგეთ აბსოლუტურად სწორად, რომ იგეგმებოდა „ფრანკლინის კლუბის“ გააქტიურება“, – აღნიშნა მან.

პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

ასევე იხილეთ