top_leaderboard
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო

„სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“ წამყვანის კითხვას – ვიხილავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს მალე არა „ვივა მედის“ კლინიკაში, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ყველაფერი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც იქნება ექიმების რეკომენდაცია. ჩვენ ამის არ გვეშინია. პირიქით, აღვასრულებთ სამართალს და ვამბობთ ძალიან ხაზგასმით, რომ მსჯავრდებული პატიმარი იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო. ის დაბრუნებული იქნება იქ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ასევე იხილეთ