top_leaderboard
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ოპონენტებს ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონიათ – დემოკრატია გულისხმობს ჯანსაღ და არგუმენტირებულ დისკუსიას

„ჩვენ მივისწრაფვით დასავლური ცივილიზაციისკენ და სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას კონსტიტუციურ რანგში ავიდა საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სწრაფვას გულისხმობს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატია გულისხმობს ჯანსაღ და არგუმენტირებულ დისკუსიას.

„რომელიმე ქვეყნის ლიდერი, ევროპარლამენტარი თუ სხვა, როდესაც გამოთქვამს საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებას, ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ვთხოვოთ მათ არგუმენტაცია და მათ შორის წარმოვადგინოთ საპირისპირო აზრი, რომელიც იქნება არგუმენტირებული. სწორედ ეს განასხვავებს ევროკავშირს საბჭოთა კავშირისგან. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ოპონენტებს ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონიათ, რადგან რომელიმე დედაქალაქში რაც ითქმება, ჰგონიათ იმის გადათქმა არ შეიძლება. სწორედ ეს იყოს საბჭოთა კავშირი, როდესაც მოსკოვი რასაც იტყოდა, იმის გადათქმა შეუძლებელი იყო, ნებისმიერ ფასად უნდა შესრულებულიყო. თავად ევროპა არ ეფუძნება ამ ღირებულებებს, რომ არ შეიძლებოდეს წარმოთქმულ აზრზე საპირისპირო მოსაზრების წარდგენა. ჩვენ საპირისპიროსაც არ ვამბობთ. ევროპა ჩემთვის არის ასოცირებული ისეთ ღირებულებებთან, რომელიც გვეუბნება, რომ ნებისმიერი აზრი უნდა იყოს დასაბუთებული და განსხვავებული აზრი არის მისაღები, თუ არის დასაბუთებული. კამათი შობს ჭეშმარიტებას“, – აცხადებს მინისტრი.

ასევე იხილეთ