top_leaderboard

სოფო ნიკოლაიშვილი: ფაქტია, რომ ეს ოპოზიცია ამ არჩევნებში ვერ შევიდოდა უმრავლესობით და ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებდა და ამიტომ მხოლოდ ქვეყნის აყირავებაა გამოსავალი

ფაქტია, რომ „ოცნების აყირავება უნდათ, ფაქტია, რომ ამისთვის იგეგმება დიდი ფულის შემოსვლა, ფაქტია, რომ მოვლენ ისევ „ნაცები“ – დროებით თვალის ასახვევად შექმნიან რაღაც ტექნიკურ მთავრობას, ამ „ბეიბისითერ“ ხაზარაძეს დიდი-დიდი რაღაც მინისტრობა გადაუგდონ და მერე მაგასაც მოისვრიან: 10 პროცენტი აქვთ ნაცებს თუ 12, ოპოზიციაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ მიშათი და მეტი საქმე არ აქვთ ვინმეს ხელისუფლება გადაუნაწილონ, – ამის შესახებ Facebook-ზე „იმედის“ ჟურნალისტი, „იმედის დილის“ პროდიუსერი სოფო ნიკოლაიშვილი წერს.

„გამოუშვებენ მიშას, რომელიც ხან კვდებოდა და ამაზეც არყევდნენ ქვეყანას, ახლა კი საკმაოდ მოსუქებული და ღაჟღაჟა მოგვევლინა, ესეც ფარსი იყო… გაიხსნება მეორე ფრონტი-უკრაინიზაცია მოხდება და ეს კინო ნანახი გვაქვს.

ფაქტია, რომ ასეთ ავანტიურაში მიშა უკვე ჩაერთო ერთხელ 2008 წელს, მილიონიანი დახმარებები ჩაიჯიბა ნაცელიტამ და საცოდავ დევნილებს რაღაც ხუხულები აუშენეს აგერ წეროვანში, რაც კაპიკები დაუჯდათ. მე დავდიოდი ამ წეროვანში და ვიღებდი რეპორტაჟებს და ეგ ხუხულები კარგად მახსოვს.

ისიც მახსოვს, როგორ ველოდებოდი დაბომბვას თბილისში, ჩემი მეგობრის სახლში ოჯახით გახიზნული, ის საელჩოებთან ცხოვრობდა და იქნებ გადავრჩეთთქო. ნაცხელისუფლება ამ დროს სადღაც აორთქლდა და შეგვატოვეს რუსებს. ფაქტია, რომ ოცნებამ, ამ ხელისუფლებამ მოიგო ჰააგაში ამათი ჩასვრილი და რუსეთი გამოცხადდა ომის დამწყებ მხარედ, თორემ ამათ 7 აგვისტოს სააკაშვილის განკარგულებით სეპარატისტებს – რუსებიც კი არ ახსენეს – სეპარატისტებს უპასუხეს და ამაზე აქვთ ხელი მოწერილი.

ფაქტია, რომ მიშას დროს დავკარგეთ ტერიტორიის 20 პროცენტი და ესაა ფაქტი! ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების დროს დაიწყო უვიზო მიმოსვლა დასავლეთთან, ფაქტია, რომ ახლა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ფაქტია, რომ მართლა დიდი რევოლუცია უნდა დაიწყოს და ფაქტია, რომ ამ გადატრიალებას ეს ხელისუფლება ამ კანონით აზღვევს. ფაქტია, რომ ე.წ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინა არჩევნებზე გააყალბა პარალელური დათვლები და მაშინ რევოლუცია არ გამოუვიდათ და მხოლოდ 4 თვის მერე აღიარეს, ეს რომ გააყალბეს, მას მერე, რაც ეს რევოლუცია არ შედგა.

ისიც ფაქტია, რომ ეს ოპოზიცია ამ არჩევნებში ვერ შევიდოდა უმრავლესობით და ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებდა და ამიტომ მხოლოდ ქვეყნის აყირავებაა გამოსავალი! არადა ვერ მოიშორეს ეს ოცნება ვერანაირად, ხალხი მინიმუმ ამ სადისტების და დანარჩენი წარუმატებელი ოპოზიციის შემხედვარე კვლავ „ოცნებას“ ირჩევს – ჰოდა ეს სცენარი ფაქტია და ხელის გულზე დევს!

იმსჯელეთ ფაქტებით და არა ნაცების ნარატივებით, მილიონებს რომ უხდის მიშა ლობისტებს, ესეც ხომ ვნახეთ, ამ გაძარცვული ქვეყნის მილიონებს!! და ახლა ვისაც გინდათ ხალხის არჩეული ხელისუფლება დაგიმხოთ დასავლურმა ჯგუფებმა და აქ მათმა თანამოაზრეებმა მართლა უსამშობლო პოლიტიკურად სრულიად გაღატაკებულმა კარიკატურებმა …. დასასრულს გულში გავიფიქრებ!“, – წერს სოფო ნიკოლაიშვილი.

ასევე იხილეთ