top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში ევროკომისიის წარმომადგენლებთან კონტაქტი შედგება

“გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში ევროკომისიის წარმომადგენლებთან კონტაქტი შედგება”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ჩართვისას განაცხადა.

„უახლოეს დღეებში შედგება კონტაქტი ევროკომიის წარმომადგენლებთან, რადგან სწორედ ევროკომისია იყო ავტორი იმ დირექტივისა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს. იმედი მაქვს, გვექნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება, ჩვენს კანონში იყოს ისეთი, რომელიც არ არის ევროპულ დირექტივაში და რატომ არის ეს შეუთავსებელი ევროინტეგრაციის პროცესთან. ამისთვის ჩვენ ღია ვართ და ვემზადებით ამ დისკუსიისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

ასევე იხილეთ