top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით

„ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები დაბრუნდნენ 90-იანი წლების ესთეტიკაში, სადაც ჩვენ ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციასა და „ენჯეოებზე“ საუბრისას განაცხადა.

მან პარლამენტში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვის დროს რადიკალურ ოპოზიციის ქმედებები გაიხსენა.

„ჩვენ ვნახეთ, მათი გეგმა რა არის. პლენარულ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს იყო მაგიდებზე ბრახა-ბრუხი, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტები წარმოედგინათ.

ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები დაბრუნდნენ 90-იანი წლების ესთეტიკაში, სადაც ჩვენ ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით – იყო ბევრი მჯიღის ცემა მკერდში, ლოზუნგი მაშინ და ნაკლები მსჯელობა. აქ არიან ზუსტად! 30 წლით უკან დაბრუნდნენ, ეს აქტივისტი „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ არგუმენტირებული მსჯელობისთვის და ვეწინააღმდეგებით დოგმებს, თავსმოხვეულ აზრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გამჭვირვალობის კანონპროექტზე, რომლის შინაარსობრივ განხილვაზე ოპოზიციამ უკვე თქვა უარი, მომდევნო კვირას პარლამენტში მუხლობრივად იმსჯელებენ. მმართველი გუნდის ოპონენტებს ყველა წესის მიხედვით მოუწევთ იმ მოედანზე გადასვლა, სადაც თამაში, თავად აღიარეს, რომ წაგებული აქვთ. შესაბამისად, მმართველი გუნდისთვის, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ბევრი რამის ინდიკატორია.

ასევე იხილეთ