top_leaderboard

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისპაჰანში თავდასხმას მსხვერპლი ან ზიანი არ მოჰყოლია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისპაჰანში თავდასხმას მსხვერპლი ან ზიანი არ მოჰყოლია.

მისი თქმით, ისრაელის მხარდამჭერი მედიასაშუალებები მორიგი „სასოწარკვეთილი ძალისხმევით“ შეეცადნენ მარცხიდან გამარჯვების წარმოჩენას და მოვლენის გადაჭარბებას.

ამერიკული მედიის ცნობით, გასულ ღამით ისრაელმა „შეზღუდული“ საპასუხო დარტყმა განახორციელა ირანში სამიზნეებზე. აფეთქებები ქალაქ ისპაჰანთან მოხდა.

ასევე იხილეთ