left_sabechdi

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრის

ამერიკის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრის. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა.

მანამდე უკრაინისთვის 60 მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას მხარი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. გამოყოფილი 60 მილიარდიდან, რომელიც უკრაინას სესხის სახით მიეცემა, 23 მილიარდზე მეტი ამერიკის შემცირებული სამხედრო მარაგების აღდგენას მოხმარდება, 11 მილიარდ დოლარზე მეტი კი რეგიონში ამერიკელი სამხედროების დაფინანსებაზე, უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე და სხვა საჭიროებებზე დაიხარჯება.

პროცედურის თანახმად, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება ერთი კვირის ვადაში გახდება შესაძლებელი.

ასევე იხილეთ