left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: დემოკრატიულ სამყაროს ყველანაირი ძალა აქვს რუსული ტერორის დასაძლევად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა და F-16-ის ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის საჭიროებაზე მიუთითა.

დემოკრატიულ სამყაროს ყველანაირი ძალა აქვს რუსული ტერორის დასაძლევად. Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მხოლოდ მაშინაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, როცა მოქმედებაში არიან. Patriot-ები ახლა უკრაინელების ხელში უნდა იყოს, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები კი უკრაინის ცაზე უნდა დაფრინავდნენ რუსული რაკეტებისა და ირანული „შაჰედების“ ჩამოსაგდებად“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი 20 აპრილს დაუჭირა. ქვეყნისთვის ამ დახმარების პაკეტის გამოყოფის საკითხი კონგრესში თვეების განმავლობაში იყო გაყინული. ამ ფონზე, უკრაინელი ლიდერები საბრძოლო მასალების დეფიციტსა და დროული დახმარების კრიტიკულ აუცილებლობაზე მიუთითებდნენ.

ასევე იხილეთ