top_leaderboard

ოთარ კიტეიშვილმა „შტურმში“ გაიტანა

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის „რაპიდს“ გოლი გაუტანა და გრაცის „შტურმს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში (3:1) დაეხმარა. ამ მოგებით „შტურმი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა და ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა. გორის „დილას“ ყოფილი ლიდერი ტიერი გეილი კი „რაპიდს“ ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

გრაცელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და მე-8 წუთზე ტომი ჰორვატის გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა თერთმეტ წუთში ფალი მაიულუს ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მალე იუსუფ გაზიბეგოვიჩმა (29-ე წუთი) „შტურმი“ მეორედ დააწინაურა. 44-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და მასპინძლებს ეფექტური დარტყმით მესამე გოლი გაუტანა. კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

„შტურმმა“ ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში გამართული 28 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა, „ზალცბურგს“ (რომელმაც სტუმრად „კლაგენფურტთან“ მნიშვნელოვანი მატჩი წააგო 3:4) სამი ქულით გაასწრო და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

გრაცელებს რეალური შანსი გაუჩნდათ, რომ „ზალცბურგის“ (რომელიც 2013 წლიდან მოყოლებული 10 წელი უცვლელად ხდებოდა ავსტრიის ჩემპიონატის გამარჯვებული)  ჰეგემონია დაამხონ. „შტურმმა“ ბოლოს ქვეყნის ჩემპიონობა 2011 წელს იზეიმა.

ასევე იხილეთ