top_leaderboard

თოფურია ჰოლოუეისთან ჩხუბზე: ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია

„ჰოლოუეის მეტოქედ განვიხილავ მხოლოდ ერთი რაღაცის გამო და ეს BMF-ის ქამარია, რაც მას აქტუალურს ხდის, არ არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც ის ჩემთან სატიტულო ბრძოლას იმსახურებს”, – ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ El Español-ს განუცხადა.

თოფურია დასძენს, რომ ოქტაგონზე დაპირისპირების შემთხვევაში, ის მაქს ჰოლოუეის ძალიან იოლად დაამარცხებს.

„ბიჭმა, რომელსაც ბოლო ბრძოლაში მე ვაჯობე (ვოლკანოვსკი), ის ერთხელ და ორჯერ კი არა, სამჯერ დაამარცხა. სატიტულო ბრძოლას ვოლკანოვსკი იმსახურებს. ასევე არის ბრაიან ორტეგა, რომელიც ჰოლოუეისგან განსხვავებით, ახლოს იყო ვოლკანოვსკის დამარცხებასთან.

ასე რომ, თუკი ჰოლოუეი თავის ქამარს არ ჩამოვა, ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობას ვინმე სხვას მივცემ, მას კი მოუწევს რიგში დგომა და მოცდა. ის აცხადებს, რომ ნამდვილი BMF-ია (The Baddest Motherfucker), მზად არის ჩხუბისთვის ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მეტოქესთან.

და სურს, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოვიდეს ისე, რომ სასწორზე დადოს სახელი და შეინახოს ქამარი? ეს არ შეეფერება ნამდვილ BMF-ს, რომელიც ჩამოდის ყველაფერს, რაც გააჩნია. და თუკი ამას არ აკეთებ, უბრალოდ ქათამი (მშიშარა) ხარ.

გავიმეორებ, რომ ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია. ამის გარეშე ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ეჭვიც არ მეპარება, რომ მას საქმეს პირველ-ორ რაუნდში დავუმთავრებ“, – აცხადებს თოფურია.

ასევე იხილეთ