top_leaderboard

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ – ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა

„ლობისტების ხელი ძლიერია, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა რამ – ზოგიერთი ძალისთვის სასურველი ხელისუფალი იქნებოდა სააკაშვილი, ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილი ასრულებდა ყველა იმ დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ: ეტყოდნენ ადექი – ადგებოდა, ეტყოდნენ დაჯექი – დაჯდებოდა, ერთადერთი, რაც მოახერხა დამოუკიდებლად, სხვისი დავალების გარეშე, ეს იყო ფორთხვა. ასეთი ხელისუფალი მისაღებია ზოგიერთი გარე ძალისთვის ისეთ გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე, სადაც საქართველო მდებარეობს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ