top_leaderboard

თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ლობისტების ხელი ძლიერია, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა რამ – ზოგიერთი ძალისთვის სასურველი ხელისუფალი იქნებოდა სააკაშვილი

„ლობისტების ხელი ძლიერია, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა რამ და ეს სხვა რამ გახლავთ ის, რომ ზოგიერთი ძალისთვის ძალიან სასურველი ხელისუფალი იქნებოდა სააკაშვილი”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„დარწმუნებულები არიან, რომ თუ მას (სააკაშვილს) კვლავ დააბრუნებენ ხელისუფლებაში, მათთვის ისევ კარგი მიშა იქნება. ის ასრულებდა ყველა იმ დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ: ეტყოდნენ ადექი – ადგებოდა, ეტყოდნენ დაჯექი – დაჯდებოდა, ერთადერთი, რაც მოახერხა დამოუკიდებლად, სხვისი დავალების გარეშე, ეს იყო ფორთხვა. ასეთი ხელისუფალი მისაღებია ზოგიერთი გარე ძალისთვის ისეთ გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე, სადაც საქართველო მდებარეობს. ჩვენ ვერ და არ აღმოვჩნდით ეს ხელისუფლება, რომელიც ასე თვლის, რომ მისაღებია იცხოვროს და აცხოვროს საკუთარი ქვეყანა და შესაბამისად არ დააყოვნებს ხოლმე გარკვეული განცხადებები თუ რეზოლუციები იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოგვარჯულონ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

ასევე იხილეთ