top_leaderboard
left_sabechdi

ხატია წილოსანი: საქართველოში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად დაცულია

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად დაცულია.

მმართველ პარტიაში ასევე ამბობენ, რომ მიმდინარეობს პროცესების რადიკალიზაცია. სამართალდამცველი უწყებები კი კანონის ფარგლებში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებენ.

„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად დაცულია. ძალიან ცალსახად დავინახეთ პროცესების რადიკალიზაცია. მათ შორის იყო ადმინისტრაციულ შენობებზე შტურმის მცდელობა. გარდა ამისა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ იყო აგრესია, შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და ვნახეთ აგრესიული თავდასხმები აქციის მონაწილეების მხრიდან იმ ადამიანებზე, რომლებიც არ უერთდებოდნენ მათ პროტესტს. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ექსტრემიზმით არის გაჯერებული ბევრი მათგანის დამოკიდებულება“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა.

ასევე იხილეთ