top_leaderboard

ვალერი ასათიანი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე: ეს არ არის მშვიდობიანი აქცია

„ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, ფაქტია, რომ ის, რაც იყო ნათქვამი, არ სრულდება”, – განაცხადა აკადემიკოსმა. საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვალერი ასათიანმა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის შეფასებისას.

„ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, ფაქტია, რომ ის, რაც იყო ნათქვამი, არ სრულდება, ირღვევა ყველა პრინციპი და იქ არიან ადამიანები, რომელთა მიმართ პატივისცემა გვაქვს, წლები გვაკავშირებს. ეს ყველაფერი ვერ გამოიყურება კარგად. სახიფათო სიტუაციაა, ძალიან ძნელია რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ ყველა სიტუაციაში საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზები უნდა მოიძებნოს და სიტუაცია უნდა განიმუხტოს. ყველა შემთხვევაში ლოგიკურ მსჯელობაზე უნდა გადავიდეს პროცესი. კანონი უნდა განიხილონ მუხლობრივად. უნდა იყოს არგუმენტები წამოყენებული და საზოგადოება უნდა იხილოს მსჯელობა. თუ დემოკრატიაზე, დემოკრატიულ სახელმწიფოზე და პრინციპებზეა ლაპარაკი, ასე არ გამოვა და არ იქნება სწორი“, – განაცხადა ვალერი ასათიანმა.

ასევე იხილეთ