top_leaderboard

მაია დათუნაშვილი: მჯერა იმისი, რაც წერია ჩემს კონსტიტუციაში, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი არის ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა

„მე ნამდვილად ვიცი, წაკითხული მაქვს და მჯერა იმისი, რაც წერია ჩემს კონსტიტუციაში, რომ ჩემი ქვეყნის მომავალი არის ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა”, – ამის შესახებ მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე ვერ გავიგე, რატომ არის ეს კანონი რუსული. თუმცა, უცხოელები უკვე აღარ უწოდებენ ამ კანონს რუსულს. ამ კანონში რუსული არაფერია და ვერ გავიგე რატომ არის ასეთი ისტერია დეკლარაციის შევსების პერსპექტიული მოთხოვნის გამო. რას ნიშნავს ეს? რატომ არ უნდა შეავსო დეკლარაცია ვერ გავიგე.

ჩვენ ვჭირდებით ევროპას. ჩვენ გვჭირდება ის დიდი ტრადიციების მქონე ევროპა, რომელიც ვიცით, როგორი არის. მაგრამ ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას, ასე რომ ასე ერთმნიშვნელოვნად ამ ყველაფერზე საუბარი და ასეთი წივილ-კივილი, რაც ახლა იქ ხდება, მე მგონი ცოტა დამამცირებელია“, – აცხადებს დათუნაშვილი.

ასევე იხილეთ