top_leaderboard

გია გვიჩიანი გამჭვირვალობის კანონზე: მე ეს კანონი აღმოვაჩინე დაახლოებით 14-15 წლის წინ ციხეში, როდესაც ვსწავლობდი ამერიკის ისტორიას, როგორ და რა პრინციპებზე დააფუძნეს ამერიკელმა მამებმა ამერიკის სახელმწიფო

მე ეს კანონი აღმოვაჩინე დაახლოებით 14-15 წლის წინ ციხეში, როდესაც ვსწავლობდი ამერიკის ისტორიას, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გია გვიჩიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მე ეს კანონი აღმოვაჩინე დაახლოებით 14-15 წლის წინ ციხეში, როდესაც ვსწავლობდი ამერიკის ისტორიას, როგორ და რა პრინციპებზე დააფუძნეს ამერიკელმა მამებმა ამერიკის სახელმწიფო. სხვადასხვა ლიტერატურასთან ერთად აღმოვაჩინე ეს კანონი. ასევე კანონის შემდეგ ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ არის გამოცემული კანონქვემდებარე აქტები და როდესაც კარგად გავიაზრე, მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, „მე ასეთ სახელმწიფოს ავაშენებდი“. ანუ ამერიკელებს თავისთვის აქვთ ძალიან კარგი სახელმწიფო აშენებული. აბსურდამდე მივიდა ის თემა, რომ თითქოს, ეს კანონი არის რუსული. ამერიკაში დაიბადა 1938 წელს. როცა მე აღმოვაჩინე, მაშინ რუსეთს ჯერ მიღებული არ ჰქონდა. 80 წლის შემდეგ რუსეთმა გადაწერა და როგორ არის რუსული? ეს აბსურდია“, – განაცხადა გია გვიჩიანმა.

მან ასევე შეაფასა დღეს პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენები.

„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და არ არის სწორი, როდესაც ათი ათასი ადამიანი ცვლის ქვეყნის ბედს ან ცვლის ხელისუფლებას, რომელიც არჩეულია დემოკრატიული არჩევნებით სამი მილიონი ადამიანის მიერ. 30 წელია, ამას ვუყურებთ, 10-20 ათასი ადამიანი ცვლის ქვეყნის ბედს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გაქცეულია ქვეყნიდან. ასევე არ არის სწორი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რასაც ვუყურებდით ეთერში“, – აღნიშნა გია გვიჩიანმა.

ასევე იხილეთ