top_leaderboard

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ხვალინდელი აქცია უბრალოდ არ უნდა შედგეს, იმიტომ რომ არ დაინახონ ქვეყნის შიგნით ან გარეთ, ვინ არის ამ ქვეყნის რეალური ბატონ-პატრონი – მისი აღმატებულება ქართველი ხალხი

„როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ხვალინდელი აქცია უბრალოდ არ უნდა შედგეს, იმიტომ რომ არ დაინახონ ჩვენი ქვეყნის შიგნით ან ჩვენი ქვეყნის გარეთ, ვინ არის ამ ქვეყნის რეალური ბატონ-პატრონი – ეს არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი”, – ასე ეხმიანება საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, საბოლოო მიზანი პროცესის დაპირისპირებამდე მიყვანაა.

„რა ტიპის მსვლელობაც არ უნდა იყოს, პოლიცია იმოქმედებს მხოლოდ კანონიერების ფარგლებში და, ბუნებრივია, ასევე მინდა ვთხოვო აქციის ყველა მონაწილეს, რომ თავადაც დარჩნენ კანონის ფარგლებში“, – მიიჩნევს ბოჟაძე.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ასევე იხილეთ