top_leaderboard

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვეს, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

როგორც ადგილიდან „ქრონიკის„ გადამღები ჯგუფი იტყობინება, რუსთაველზე რჩება სამართალდამცველთა ნაწილი, რომელიც სცენასთან რჩება. ადგილზე უკვე მუშაობენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ ორგანიზებით მიერ დაგეგმილი შეკრებისთვის მომზადებული სცენის დაკავების მცდელობას. აქციის მონაწილეებმა სცენასთან არსებული ჯებირების გარღვევა სცადეს. ამ დროს ჭყლეტაში დაშავდა „ქრონიკის„ ჟურნალისტი. შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.

ასევე იხილეთ