top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: ვინც აქ არის შეკრებილი, ყველა ხვდება, რომ თუ არ დადექი ამ პრინციპზე – „ენა, მამული, სარწმუნოება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახელმწიფოებრიობას დაემუქრება საფრთხე

„ვინც აქ არის შეკრებილი, ყველა ხვდება, რომ თუ არ დადექი ამ პრინციპზე – „ენა, მამული, სარწმუნოება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახელმწიფოებრიობას დაემუქრება საფრთხე”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ამ ემოციური განწყობის გარდა, რომელიც უკავშირდება ჩვენი დიდი წინაპრის ასეთ დანატოვარს, როგორიც არის „ენა, მამული, სარწმუნოება“, ამის გარდა, ვინც აქ არის შეკრებილი, ყველა ხვდება, რომ თუ ამ პრინციპზე არ დადექი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახელმწიფოებრიობას დაემუქრება საფრთხე.

მსოფლიოში იმდენი გამოწვევა, ჩვენს გარშემო ცეცხლი ანთია, ამხელა დაჯახებები მიმდინარეობს, მათ შორის სამხედრო ბრძოლის ველზე. ამიტომ ეს ლოზუნგი უკვე იქცა არა მარტო ლექსის და სადღეგრძელოს თემად, არამედ გამოხატულებად იმისა, თუ რას წარმოადგენს ეროვნული ინტერესი და უსაფრთხოების მთავარი პრინციპი. ეს არის სწორედ სიბრძნე იმ ხალხისა, ვინც დაგვიტოვა ეს ქვეყანა და უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ