top_leaderboard
left_sabechdi

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

2 მაისი: ნატახტარი-ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა  -18:15 საათზე. 

3 მაისი: ნატახტარი-მესტია,  გაფრენა – 16:30  საათზე, მესტია-ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე. 

6 მაისი: ნატახტარი-ამბროლაური,  გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.

8 მაისი: ნატახტარი-მესტია გაფრენა – 16:15 საათზე, მესტია-ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარიმესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარიამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

 

ასევე იხილეთ