top_leaderboard
left_sabechdi

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 7 პირი დაშავდა.

როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე იხილეთ