top_leaderboard
left_sabechdi

აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაინაცვლა და გზა გადაკეტა

აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაინაცვლა და გზა გადაკეტა. დემონსტრანტების მეორე ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე იმყოფება.

ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 3 სამართალდამცველი დაშავდა. უწყებამ მანამდე განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

ასევე იხილეთ