leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიანა ლიპარტელიანი: ამბავი ჯინო დოლინის უტიფრობისა და ანა დოლიძის დუმილისა!

ძვირფასო მკითხველო!

ვინმე ჯინო დოლინი, რომელიც ამავდროულად ანი დოლიძის დაც ყოფილა, და რომელიც სამართლიანობაზე დებს თავს, სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ჰოი, საოცრებავ – ითხოვს დაუჯერებელსა და წარმოუდგენელს.

„ჟურნალისტებო, გთხოვთ, გამოამზეუროთ 83 მონა დეპუტატის მეუღლეების, სრულწლოვანი შვილების და მშობლების ვინაობები. სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ…

შეიძლება უსამართლოა მათი დაშეიმინგება, მაგრამ მატაც უნდა იგრძნონ უსამართლობის გემო, როგორც უმრავლესობა ამ ქვეყნის მოქალაქეს გვექცევიან მათი ოჯახის წევრები.მათ უნდა ვიცნობდეთ, ისინი უნდა შევარცხვინოთ და იქნებ საკუტარი ოჯახის წევრების გამო მაინც შეიკავონ ამ მომებმა ქვეყნის ღალატისგან თავი.“

აი, ძვირფასო მკითხველო, განცხადების ტექსტიცა და ამ ვინმე დოლინის განწყობაც თქვენს ხელთაა.

არადა, გვახსოვს ერთი დაუწერელი რამ: ნებისმიერი ომის დროს ოჯახს არავინ ეხება!

დიახ,  არაფერ შუაში არაა კონკრეტული პოლიტიკოსის არც მშობელი და მითუფრო – არც შვილი.

ანი დოლიძის დუმილი მაფიქრებს.

დავიჯეროთ, თავადაც ეთანხმება საკუთარი დის ნააზრევს და ჩაფიქრებულ უზნეობას?

დავიჯეროთ, მართლა აღარაფერი აღარ დარჩათ წმინდა და ხელშეუხებელი?

შეიძლება უსამართლოა თავად ჯინო დოლინის „დაშეიმინგებაც“, მაგრამ მის მშობლებსა და შვილებს ნამდვილად არ შევეხებით, მის ფოტოებს კი აქვე გთავაზობთ.

როგორც ამბობენ, ქალბატონი დოლინი ფოტოებზე საკუთარ ქალბატონ მეუღლესთან ერთადაა გადაღებული.

და აქვე მივმართავთ ყველას: როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, „თუ მართლა არაა კანონი იაფი საქონელი ჩვენში“ და სამართლიანობის ოდნავი განცდა მაინც უნდა გვქონდეს, გვაინტერესებს – ნებადართულია ასეთი უზნეობა(!) და აღვირახსნილობა(!) ჩვენში?

ერთს კი გასაგებად ვეტყვით ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას ინსტრუქტაჟით მოქმედ ნაძირალა პოლიტიკოსებსაც და მათ ხელისგოგოებსაც და ბიჭებსაც:

შორს თქვენი ბინძური ხელები შვილებისაგან!

შორს თქვენი ბინძური ხელები ოჯახებისგან!

დაიჯერეთ – თქვენი აკერმანი მკვდარია!

ასევე იხილეთ