top_leaderboard
left_sabechdi

ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ მოთხოვნებისადმი კაპიტულაცია იქნება „ჰამასის“, ირანის და მთელი ბოროტების გამარჯვება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ომის დასრულება „ჰამასს“ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. ამის შესახებ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

ჰამასია“ ის, ვინც ხელს უშლის მძევლების გათავისუფლებას. ჩვენ ვმუშაობთ მძევლების გათავისუფლების ყველა შესაძლო გზაზე, ეს ჩვენი პრიორიტეტია. ისრაელი იყო და კვლავ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ „ჰამასი“ კვლავ რჩება თავის მკაცრ პოზიციაზე, რომ გავიყვანოთ ჩვენი ძალები, დასრულდეს ომი და ხელუხლებელი დავტოვოთ „ჰამასი“. ისრაელს არ სურს ამის მიღება. 

“ჰამასის“ მოთხოვნებისადმი კაპიტულაცია იქნება ისრაელის სახელმწიფოს საშინელი დამარცხება. ეს იქნება „ჰამასის“, ირანის და მთელი ბოროტების დიდი გამარჯვება. ეს იქნება საშინელი სისუსტის დემონსტრირება, როგორც ჩვენი მეგობრების, ასევე ჩვენი მტრების მიმართ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე იხილეთ