top_leaderboard
left_sabechdi

ემანუელ მაკრონი: სტუდენტებს აქვთ უფლება, გამართონ საპროტესტო აქციები და გამოხატონ საკუთარი აზრი

საფრანგეთის პრეზიდენტი პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქციებს გამოეხმაურა.

„სტუდენტებს აქვთ უფლება, გამართონ საპროტესტო აქციები და გამოხატონ საკუთარი აზრი, თუმცა უბრძანო სასწავლო დაწესებულებას, არ გაატაროს ესა თუ ის პოლიტიკა, ძალის გამოყენებითა და ბლოკადით, არ დაუშვა სხვა სტუდენტები აუდიტორიებში, იმ საბაბით, რომ ისინი ებრაელები არიან – ეს არ არის საფრანგეთის რესპუბლიკა“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

პალესტინელების მხარდამჭერი აქციები გასულ კვირას საფრანგეთში რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა.

ასევე იხილეთ