top_leaderboard
left_sabechdi

ტრამპი: ბაიდენი „გესტაპოს ადმინისტრაციას“ მართავს

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „გესტაპოს ადმინისტრაციას მართავს“. ამის შესახებ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული კერძო სადილის დროს ისაუბრა, წერს Reuters.

ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია ნაცისტურ გერმანიასთან გააიგივა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს ადამიანები გესტაპოს ადმინისტრაციას მართავენ. მათი აზრით, ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ. სინამდვილეში ეს მათ კლავს. მაგრამ მე ეს არ მაწუხებს“, – განაცხადა ტრამპმა, NEW YORK TIMES-ისა და WASHINGTON POST-ის მიერ მოსმენილი აუდიოჩანაწერის მიხედვით.

ასევე იხილეთ