top_leaderboard
left_sabechdi

სი ძინპინი: ჩინეთი აპირებს, უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად საფრანგეთთან ითანამშრომლოს

ჩვენ ვაპირებთ, საფრანგეთთან და მთელ საერთაშორისო საზოგადოებასთან ვითანამშრომლოთ, რათა უკრაინის კრიზისის გადაჭრის სწორი  გზები ვიპოვოთ, – ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა Le Figaro-სთან  განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

ჩინეთის ლიდერი საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მედიის ცნობით, სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ბაზრები დასავლური კომპანიებისთვის გაიხსნება, აღნიშნა, რომ ესმის, თუ რას ნიშნავს უკრაინის კრიზისი ევროპელებისთვის და თქვა, რომ ჩინეთი სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთგულია.

„ვიმედოვნებ, ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა მალე დაბრუნდება“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ასევე იხილეთ