top_leaderboard
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს.

„ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ან სახელმწიფოსთვის არის უკეთესი“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს, იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ არაფორმალურად ის უკვე დასანქცირებულია და მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ქვეყნის და ერის საქმეს ეხება

„რაც შეეხება სანქციების თემას – ერთი მხრივ, ეს ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. თუ ამ ადამიანს არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ  მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს მისთვის, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ასევე იხილეთ