top_leaderboard
left_sabechdi

მედია: „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა

„ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

„ჰამასის“ წარმომადგენელმა კატარის გაზეთ Al-Araby Al-Jadeed-ს განუცხადა, რომ „სხვადასხვა ფრაქციასთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები და გადავდოთ დელეგაციის დაბრუნება კაიროში“.

გარდა ამისა, „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ მიიღო მოწოდებები ეგვიპტელი შუამავლებისგან, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და კრიზისის შეკავება სცადონ.

ასევე იხილეთ