top_leaderboard
left_sabechdi

მედია: „ჰამასმა“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია ესაუბრა კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს და აცნობა მათ „ჰამასის“ თანხმობის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე“.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა პირობებზეა საუბარი.

ასევე იხილეთ