top_leaderboard

ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში მოიტანს ახალ იმპულსს NATO-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში

ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით,” – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაც შეაფასა, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.

„NATO-საქართველოს კომისია, რომელიც არის მთავარი პლატფორმა, ჩატარდა უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. ესეც არის ამ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის ნაწილი. NATO-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, NATOს შტაბბინაში მოიტანს ახალ იმპულსს NATO-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში“ , – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე იხილეთ