top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე: როგორ შეიძლება, კანონს ვეტო დაადო ისე, რომ არ ახსნა, რატომ ადებ ვეტოს

„ამ ქვეყანაში ვერავინ გაბედავს და არ გაუბედავს თქმა, რომ ევროკავშირში არ შევალთ, ყველა მაქეთ მივდივართ, ახლა მთავარია, ოქტომბერში რა მოხდება”, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამჟამინდელ პროცესებს ყველამ ოქტომბრის არჩევნების ჭრილში უნდა შეხედოს,

„მე მგონია, რომ ევროკავშირში შევა საქართველო თუ არ შევა, ან ამ კანონში ეწერება თუ არ ეწერება რომელიმე მუხლი, ამას კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ახლა ხდება. მე ვუთხარი ელჩებს, რომ რაც ახლა ხდება, არის თქვენი გონებისა და გულებისთვის ბრძოლა, რომ ამ ხალხმა რაღაცნაირად დაგანახოთ, რომ „ოცნება“ იმდენად ცუდია, იქნებ, როგორმე შეცვალოთო.

მე რომ მკითხოთ, უამრავი კარგი რამ არის გაკეთებული და ალტერნატივა კი არის ძალა, რომელსაც უამრავი ცუდი აქვს გაკეთებული – მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში არიან გაყოფილი. „ოცნებას“ ეშინია, რომ მას შემდეგ, რაც ხალხი აირჩევს, რაღაცნაირად არ დაკარგოს ძალაუფლება, რადგან გარე ძალებმა ჩათვალეს, რომ „ოცნება“ საშიშია, ვინაიდან რუსეთისკენ მიდის. ამიტომ მე ვუთხარი ელჩებს, რომ დღეს ევროკავშირზე იქნება კამათი თუ კანონზე, უნდა შეხედონ ყველაფერს, როგორც კამათს ოქტომბრის ჭრილში. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ მათი გონება და გული მოიგონ. ამ ქვეყანაში ვერავინ გაბედავს და არ გაუბედავს თქმა, რომ ევროკავშირში არ შევალთ, ყველა მაქეთ მივდივართ. ახლა მთავარია, ოქტომბერში რა მოხდება. ამისთვის იყენებენ კანონს და ყველაფერს, პრეზიდენტის ჩათვლით – კანონზე სიტყვა არ ამოუღია. როგორ შეიძლება, კანონს ვეტო დაადო ისე, რომ არ ახსნა, რატომ ადებ ვეტოს, მხოლოდ თქვა, რომ „ეს რუსული კანონია და ვეტოს ვადებ“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ასევე იხილეთ