top_leaderboard

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები აბაშიდან დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად, მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში გაიმართება. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს აბაშიდან დაიწყო. მერიაში გამართული მოქალაქეთა მიღების დროს წამოჭრილი საკითხების უმეტესობა შეხვედრაზევე გადაიჭრა, დანარჩენი ნაწილის მოგვარება კი  მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით მოხდება.

„რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოქალაქეებთან შეხვედრებმა აჩვენა, რომ არის კატეგორია ადამიანების, რომელთაც სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე უჭირთ შეხვედრებზე მოსვლა, იქნება ეს მანძილი, სიშორე თუ დროის უქონლობა და ა.შ. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, მსგავსი შეხვედრები გაგვეკეთებინა უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიხედვით. შეხვედრებში მონაწილეობენ მერები, საკითხის მოძიება, გარკვევა, გადაწყვეტილებების მიღება ადგილზევე ბევრად უფრო ეფექტურია და რაც მთავარია, ბევრად უფრო მორგებული იქნება ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ასევე იხილეთ