top_leaderboard

გიორგი აბაშიშვილი: სებ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურ ეფექტს მოახდენს ბაზარზე უსაფუძვლო, რიგ შემთხვევაში ხელოვნურად ინსპირირებული აჟიოტაჟის გასანეიტრალებლად

„სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – აცხადებს Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი.

გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის წინ გადადგმულია ნაბიჯია. აბაშიშვილი მიიჩნევს, შესაძლოა, სებ-ს მეტი საფუძველი ჰქონოდა განკვეთის უფრო მეტად შესამცირებლად, რომ არა ბოლო პერიოდის უსაფუძვლო აჟიოტაჟი.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც არა მხოლოდ ფაქტობრივი ეფექტი ექნება სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების და ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის მეტი სტიმულირებისთვის, არამედ პოზიტიურ ეფექტს მოახდენს ბაზარზე უსაფუძვლო, რიგ შემთხვევაში ხელოვნურად ინსპირირებული აჟიოტაჟის გასანეიტრალებლად.

ამასთან, ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავთ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებისაგან განცალკევებულად: ფუნდამენტური ფაქტორების გარეშე ეროვნული ვალუტის რყევა, ზოგადი აჟიოტაჟური და პანიკური ვითარება ბაზარზე უკიდურესად სწორად, მაღალკვალიფიციურად მართა ეროვნულმა ბანკმა და ჯამური მოქმედებებით კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აჩვენა, რომ ბაზრის მონაწილეებს, მათ შორის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეროვნული ბანკის სწორი მოქმედებებია იმედი ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს. ამავდროულად, ჩვენი ანალიტიკური დაკვირვებით, რომ არა ბოლო პერიოდის უსაფუძვლო აჟიოტაჟი შესაძლოა იქნებოდა ბანკს მეტი საფუძველი ჰქონოდა განკვეთის უფრო მეტად შემცირების, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება საუკეთესოა: ფრთხილი მაგრამ შერბილებისკენ ორიენტირებული“, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

სებ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე 180 ათასზე მეტ მსესხებელს სესხი გაუიაფდა.

ასევე იხილეთ