leaderboard_below_slide
left_sabechdi

უსამშობლო არსება (გაგრძელება)

XXI საუკუნის ქართული ანდაზაა – მითხარი, რომელ გრანტზე ზიხარ და… ყველა შემთხვევაში გეტყვი, რომ ერთი უსამშობლო არსება ხარ(!). არამ ფულზე მისეულთა ბზუილმა ლამის წალეკოს მედია-სივრცე… ამ სიმრავლეშიც კი გამორჩეულები არიან „თეიმურაზ ხევისთავის კლუბის“, ანუ ე.წ. რესპუბლიკური პარტიის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. თვალჭრელიძეებს, კაკაჩიებს, ხუხაშვილებს კარგად მოეხსენებათ, რომ გლობალური ომის პარტიის თბილისის შტაბიდან წამოსული მესიჯბოქსები მთლიანად სიყალბეზეა აგებული და ამ საქმეს, უბრალოდ, კარგი სარგებელი რომ მოაქვს, იმიტომ იყრიან თავზე ნაცარს. ეს საცოდავი „რესპები“ კი, ისეთ ამპარტავნებაში არიან ჩავარდნილი, მართლა იჯერებენ, რომ „დიდ მიზნებს“ ემსახურებიან და რასაც იღებენ, მათი „ცოდნის“ და „გამოცდილების“ საფასურია.

სხვადასხვა თაობის „რესპებს“ კიდევ ერთი დიდი საერთო აქვთ – პოლიტიკას ვერ სწავლობენ. უფრო მეტიც, აქამდე ის საწყისი გაკვეთილიც ვერ აითვისეს, რას გულისხმობს პოლიტიკის ცოდნა. ამიტომაცაა, ნაჭუჭში გამოკეტილებს, მათი „თვალსაწიერის“ იქით თუ რაიმე კიდევ შეიძლება არსებობდეს, ვერც კი წარმოუდგენიათ და თავის პერმანენტულ წარუმატებლობებს ხალხის „ჩამორჩენილობას“ აბრალებენ.

„შეუქცევადი უცოდინრობის“ თვალსაჩინო მაგალითია „ექსპერტ“ ვახტანგ ძაბირაძის „მოღვაწეობა“. ნეტა, რამდენი „დასკვნა“ უნდა შეგეშალოს და რამდენი პროგნოზი უნდა გაგიცუდდეს, რომ ამ სიზიფეობას შეეშვა კაცი? მაგრამ ტრაგედიაც ისაა, რომ „გადაბრუნებულზეც“ ვერ ხვდებიან, რომ შეეშალათ…

 სტატუსის მონიჭებისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მერე, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაკარგეს კონტროლი ყველანაირ თავმოყვარეობაზე. ისეთ რამეებს გადააწყდები კაცი, რომ…

„თუ არჩევანი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოსო“, უბრძანებია ყველაზე სტაჟიან, ანუ ყველაზე ჩაობებულ „რესპს“… გაიგეთ? – არ გამოვრიცხავო… ანუ, ახლა რომ ვთქვა, თუ გორის „დილას“ და მადრიდის „რეალის“ გზები გადაიკვეთება, არ გამოვრიცხავ, რომ „რეალმა“ მოიგოს-მეთქი… ავოე-ე-ე… ამას რომ არგუმენტები მოვთხოვო, ან ფაქტები და არგუმენტები „პაჩკობით“ იქით რომ მივაყარო, ხომ მეტყვით, არ გრცხვენია, ამ გაჭირვებულს თავისი უბედურებაც ეყოფაო?.. რა ვქნა, უნდა დაგეთანხმოთ. მართლაც, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაშიც“ კი მხოლოდ ორი, ორად-ორი სულიერი მეგულება, ვისაც ძაბირაძის „მსჯელობა“ გულს გაუთბობს: „განტევების ხაბე“ და „უსუფა პუსტა-პუსტა“. 

ეს მართლა გაჭირვებული, როგორც ირკვევა, ზემოციტირებულ „მოსაზრებას“ იმ „მთავარი დასკვნის“ შესამზადებლად იყენებს, რომ – „თუ ოპოზიცია გადაჯგუფდება, „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 76 მანდატს – ვო-ო“. ჩემო ვახუნხულა, დიდად პატივცემული ვიქტორია ნულანდი 2013 წლიდან მოყოლებული, წელებზე ფეხს იდგამს, ისეთი „რასკლადი“ დასვას, „თავისი ნაძირალები“ იქნება და როგორმე მოაბრუნოს ხელისუფლებაში და თუ რაიმე ფორმულა გაქვს… ე, ბიჭო, არაფერი დაუმალო…

არ დაიჯერებთ და ეს „პოლიტიკის ჩაწოლილი საქონელი“, როლებში შეჭრილა და „ძალიან ღრმა“ პოლიტიკურ ანალიზსაც შესჭიდებია: ხალხის ძალა“ არ ეყოთრათა ჩვენთვის სტატუსი არ მოეცათსტატუსი მოგვცესახლა წინ უნდა წავიდეთ და როგორც ჩანსგარკვეული ზღუდეები იქნება იმითრომ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდა.

 გულახდილად ვიტყვი, ვახტანგ ძაბირაძეზე მთლად ასეთი ცუდი წარმოდგენის არ ვიყავი. ვინმეს რომ ეკითხა, მსგავსი რამ ვის შეიძლება დაებრეხვებინაო, დიდი ჭოჭმანით, გია ბარამიძეს თუ დავასახელებდი, რადგან ერთადერთია, ვინც არასდროს არ ფიქრობს და უძირო ჭურიდან ისე ამოიძახებს ხოლმე ხან რას და ხან რას. სულ-სულ „ცენტრიდან“ მოსული დავალებაც რომ იყოს, ამ უკიდეგანო სისულელეს ხელი როგორ უნდა მოაწერო?

რაიმე რომ არ შეგვეშალოს, მოდი, ერთხელ კიდევ გავიმეოროთ, ოღონდ უფრო გაშლილი შინაარსით, რა იხარშებოდა ამ როდენის სკულპტურის უხარისხო ასლის თავში:

მაშასადამე, „ოცნება“, თურმე, წელიწადნახევარზე მეტია ყველანაირად იბრძვის, ვაი და ევროკავშირში არ შეგვიტყუონ, ან სულაც, ძალით არ შეგვათრიონო. ამისთვის, თურმე, „ხალხის ძალაც“ შეუქმნია, მაგრამ მაინც ჩავარდნია კოვზი ნაცარში და ძალით ჩაუკუჭეს, თურმე, კანდიდატის სტატუსი ამოკერილ ჯიბეებში. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ „ოცნებას“, ამჯერად, თურმე, გაბრძოლების ახალი მექანიზმი მოუფიქრებია – „ოლიგარქ“ ივანიშვილის ღია პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, შანსი არაა ევროკავშირში მიგვიღონო და ისიც ამ მიზნით დაბრუნდა პარტიაშიო…

ასეთებზე ამბობენ, რაც ნაკლებს ილაპარაკებს, ნაკლებ სისულელეს იტყვისო. წარმოდგენილ „ანალიზში“ ჩემი არც ჯანმრთელი და არც ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი ნატამალიც ხომ არ არის, მაგრამ მაინც დიდ სინდისის ქეჯნას განვიცდი, რომ მკითხველს ამ ნაბოდვარზე დროს ვახარჯვინებ. 

 კიდევ ერთ „დეტალზე“ გავამახვილებ ყურადღებას და ამით დავამთავრებ. აქაც და ყველა წინა პუბლიკაციაშიც „ექსპერტი“, თუნდაც მოჩვენებითი ობიექტურობისთვის, არც კი ცდილობს, უფრო სწორად, ვერ ახერხებს, შენიღბოს ხელისუფლებისა და მისი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული ბოღმა და შური. ადრეც ვწერდი და გავიმეორებ, თეიმურაზ ხევისთავს და „რესპებს“ დიდი საერთო აქვთ, ორივე მორალური ცვედანები არიან, მაგრამ ლიტერატურული გმირისგან განსხვავებით, პოლიტბალასტად ქცეულ ჯგუფს თავისი უმწეო მდგომარეობა აბოროტებს და მზად არიან, ყველა ღირსეულ და წარმატებულ კონკურენტსაც ავნონ, „ვერდამფასებელ“ ხალხსაც და ქვეყანასაც.

ბიძინა  დვალი

09.01.2024 წ.

ასევე იხილეთ