top_leaderboard

ერთა ლიგის ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა

პარიზში გამართული ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებს შეხვდება.

„ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ჯგუფში ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა.

ერთა ლიგის B1 ჯგუფის ნაკრებების ჯამური ფასი:

უკრაინა – 327.20 მილიონი ევრო;

საქართველო – 152.15 მილიონი ევრო;

ჩეხეთი – 131.50 მილიონი ევრო;

ალბანეთი – 88.35 მილიონი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, ხოლო ამ მხრივ საუკეთესო ხუთეულში ორი ქართველი მოხვდა. სიაშია ალბანეთის ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე, „ინტერის“ ნახევარმცველი, კრისტიან ასლანიც (14 მილიონი ევრო).

ერთა ლიგის B1 ჯგუფის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე:

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი“) – 80 მილიონი ევრო;

ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, „არსენალი“) – 42 მილიონი ევრო;

მიხაილო მუდრიკი (უკრაინა, „ჩელსი“) – 40.00 მილიონი ევრო;

ტომაშ სოუჩეკი, (ჩეხეთი, „ვესტ ჰემი“) – 35 მილიონი ევრო;

გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 30 მილიონი ევრო.

ასევე იხილეთ