top_leaderboard

ირაკლი ბერაია: NATO-ელი მოკავშირეები აღფრთოვანებულები არიან იმ ხედვით, რომელიც ირაკლი კობახიძეს აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

“ჩვენს პარტნიორებს ვესაუბრებით საქართველოს NATOში გაწევრების, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ისევე, როგორც ალიანსისა და მისი მოკავშირეების უმაღლეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგში, საქართველოს დეოკუპაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების პრიორიტეტულობის შენარჩუნებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკასთან“ ბრიუსელში განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადგილი NATOშია და ისინი გააგრძელებენ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. NATOელი მოკავშირეები არიან აღფრთოვანებულები და შთაბეჭდილების ქვეშ იმ ხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრ კობახიძეს აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან, განვითარებასთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ზოგადად, საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბერაიამ.

ასევე იხილეთ