top_leaderboard

მიხეილ სარჯველაძე: მინდა გავაგებინოთ ხალხს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ამის წარმოჩენას ოპოზიცია ცდილობს

“ობიექტურად არაფერია იმის მიზეზი, რომ ვინმეს ახლა რაღაც ელანდებოდეს და თხზავდეს მიზეზებს, იმისთვის რომ სადღაც რევოლუციური სცენარი დადგას”, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა განვითარების გზას ადგას.

„საქართველოში უნაკლო მდგომარეობა არ გვაქვს და არ გვაქვს საუკეთესო მდგომარეობა. ამიტომაც ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე მოძრაობს და ვითარდება. მაგრამ ხალხს მინდა გავაგებინოთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ოპოზიცია ამის წარმოჩენას ცდილობს. ამიტომაც, ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და ვმუშაობთ. მაგრამ ასეთი ყალბი პათეტიკა და ხელოვნური ისტერიკები, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, უბრალოდ არ შეიძლება შეწყნარებული იყოს. არ მიყვარს უხეში შეფასებები, მაგრამ სამწუხაროდ ხშირია ყალბი ისტერიკების დამართვა, ვითომ ხალხზე გადამკვდარი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ამფსონები გველაპარაკებიან ამ ყალბი პათეტიკით. ადამიანის უფლებებზე დღეს გელაპარაკება ვიღაც, რომელიც იყო იმის შემოქმედი, რაც პენიტენციურ სისტემაში ხდებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ